მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკული ტრენინგი

BS Academy გთავაზობთ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) პრაქტიკულ ტრენინგს.

კურსი გათვლილია პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის ვისაც აქვს მსს ფასს-ის   საბაზისო ცოდნა და სურვილი აქვთ ბუღალტრული აღრიცხვის, ანაგრიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით მოთხოვნილი ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების დამოუკიდებლად მომზადების. კურსის განმავლობაში მოხდება საბუღალტრო პროგრამის მონაცემების ექსელში დამუშავება ფინანსური ანგარიშგების შესადგენად საჭირო ინფორმაციის მისაღებად და შემდგომ მსს ფასს-ის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების აწყობა.

კურსის ფარგლებში მსმენელებს მიეცემათ საშუალება დამსაქმებელი კომპანიიის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების აწყობისას წარმოქმნილი პრობლემების განხილვის და  კითხვებზე კვალიფიციური პასუხების მიღების.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ექნებათ დამოუკიდებლად მოამზადონ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

 

ტრენინგს გაუძღვება

დავით ქურციკიძე

სამუშო გამოცდილება:

10.2017 – დღემდე   ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS), აუდიტის და პროფესული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტი;

06.2014-10.2017 – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

11.2011- 06.2014 – შპს BDO, აუდიტის და ბიზნეს საკონსულტაციო განყოფილება.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 საათი (6 სალექციო შეხვედრა)
ტრეინინგი დაიწყება 3 ივნისიდან
ღირებულება: 390 ლარი

Leave A Comment