საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება

      1. ფინანსური აუდიტი
      2. შესაბამისობის აუდიტი
      3. ეფექტიანობის აუდიტი

ბიზნესში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მისი პერიოდული აუდირება სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ქართული კომპანიების უმეტესობა ამ ყველაფერს არ აქცევს შესაბამის ყურადღებას და ამიტომ გარკვეულ შემთხვევებში კომპანიები ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის კუთხით პრობლემებს აწყდებიან.

ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი ფინანსური აუდიტია, რომელიც გულისხმობს:
• კომპანიის ფინანსურ აუდიტს საანგარიშო წლის ჭრილში
• კომპანიის პერიოდულ აუდიტს (საანგარიშო თვის ან კვარტლის ჭრილში)
• ბუღალტრული ან/და ფინანსური დეპარტამენტის პერიოდულ დახმარებას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.

რატომ გჭირდებათ ფინანსური აუდიტი?
1. იღებთ დასკვნას საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
2. იღებთ კომპანიის მიერ  განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებულ ფინანსურ სურათს, რაც  ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის სანდოობის ხარისხს ზრდის და მის მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს;
3. ფინანსურ  ანგარიშგებაში ასახულია ინფორმაცია კომპანიის აქტივების,  ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის,  შემოსავლებისა და ხარჯების, მოგებისა და ზარალის, კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის, აგრეთვე,  სააღრიცხვო პოლიტიკისა და სხვა დამატებითი მაჩვენებლების შესახებ;
4. აფასებთ კომპანიის მიერ ფულადი საშუალებებისა და მათი ექვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობას, ადგენთ მათ საიმედოობასა და დროულობას, რომელიც აუცილებელია მომხმარებლის მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად;

5. იღებთ დასკვნას საწარმოს განკარგულებაში არსებული ეკონომიკური რესურსების შესახებ, მის სტრუქტურაზე, ლიკვიდურობასა და საწარმოს გადამხდელუნარიანობაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ  განსაზღვროთ კომპანიის მიერ მომავალში ფულისა და ფულადი ეკვივალენტების მიღების უნარი;
6. იღებთ ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ცვლილების შესახებ, რაც აუცილებელია საწარმოს კომპანიის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის შესაფასებლად;
7. იღებთ დაწვრილებით ანგარიშის გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრისა და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს;
8. ფლობთ ინფორმაციას ეფექტიანობის, მომგებიანობის შესაძლო ზრდის პერსპექტივებზე;
9. იღებთ დამოუკიდებელ, ობიექტურ შეფასებას თქვენი ბიზნესის მომგებიანობის შესახებ;
10.ფლობთ ინფორმაციას კომპანიაში არსებულ ფინანსურ ხარვეზებზე და გაძლევთ რეკომენდაციებს, რაც საბოლოო ჯამში, ამცირებს მოსალოდნელ რისკებს და მათთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს.