ბუღალტრული

  1. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
  2. ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა
  3. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების აღრიცხვა

კომპლექსური საბუღალტრო მომსახურება
გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების, ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინებით და აღრიცხვის უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ასევე გთავაზობთ საგადასახადო ორგანოებთან წარმომადგენლობას, ანგარიშსწორებას და თვის ჭრილში ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენას.

ბუღალტერიის წარმოება ადგილზე
ბუღალტერია ადგილზე გულისხმობს ჩვენი კვალიფიციური ბუღალტრის მიერ თქვენს ოფისში ბუღალტრის ან მთავარი ბუღალტრის ფუნქცია – მოვალეობების შესრულებას. ჩვენი კომპანია პასუხისმგებელია, რომ მომაგრებული ბუღალტერი გაგიწევთ განახლებულ და ადეკვატურ კონსულტაციებს, უზრუნველყოფს საგადასახადო და სააღრიცხვო პრაქტიკაში ახალი ცვლილებების მონიტორინგს და შეასრულებს მაღალკვალიფიციურ საბუღალტრო მომსახურებას.

ბუღალტერიის აღდგენა – აწყობა
გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუ არ გიწარმოებიათ ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება, გადამხდელის ინტერესების მაქსიმაურად გათვალისწინებით აუდიტორული კომპანია BS Consulting იღებს პასუხისმგებლობას აღადგინოს ან შექმნას თქვენი ბუღალტრული ჩანაწერები, შეასრულოს შესაბამისი ანგარიშგება საბიუჯეტო სტრუქტურებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან და მოგცეთ სრული, უტყუარი სურათი თქვენი ბიზნესის მდგომარეობის შესახებ