გამოქვეყნდა სარეკომენდაციო მითითება მსს ფასს სტანდარტის პირველად გამოყენებასთან დაკავშირებით

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის და მესამე კატეგორიის ჯგუფებისთვის მსს ფასს სტანდარტის პირველად გამოყენებასთან დაკავშირებით მითითება შეიმუშავა, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია და ახალ სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს.

სარეკომენდაციო მითითება ეხება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (მსს ფასს) პირველად გამოყენებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის ან მესამე კატეგორიის ჯგუფებისთვის, რომლებიც 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს სამსახურს არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრისა წარუდგენენ.

სარეკომენდაციო მითითება მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის და მესამე კატეგორიის ჯგუფებისთვის მსს ფასს სტანდარტის პირველად გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი, გამოქვეყნდა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სარეკომენდაციო მითითება მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის და მესამე კატეგორიის ჯგუფებისთვის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებისთვის მსს ფასს სტანდარტის პირველად გამოყენებასთან დაკავშირებით
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტის თანახმად,
მესამე კატეგორიების საწარმოები და მესამე კატეგორიის ჯგუფები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური
ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (მსს ფასს) შესაბამისად. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, კანონის 28-ე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, მას ევალება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრისა , მსს ფასს-ით მომზადებული 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სამსახურისთვის წარდგენა.
იმ შემთხვევაში, თუ მსს ფასს-ის 35-ე მუხლის თანახმად, ასეთი საწარმო შესაბამის სტანდარტზე გადასვლის თარიღად ირჩევს 2018 წლის 1 იანვარს, საწარმოს მიერ სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება სულ მცირე უნდა მოიცავდეს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებებს 2018 წლის დასაწყისისთვის და დასასრულისთვის, 2018 წლის სრული შემოსავლის და საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებას და შესაბამის განმარტებით შენიშვნებს. ამასთან, საწარმოს შეუძლია ფულადი
ნაკადების ანგარიშგების ნებაყოფლობით წარდგენა.
სუბიექტის მიერ ანგარიშგების ასეთი ფორმით წარდგენა ჩაითვლება კანონის მოთხოვნების შესრულებად.

 

სარეკომენდაციო მითითების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

Leave A Comment