ტრენინგი – ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის

აუდიტორული კომპანია BSConsulting იწყებს ტრეინინგს ფინანსური ანგარიშგების სტანდარტში მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის.

ტრეინინგი განკუთნილია მეოთხე კატეგორიის კომპანიების ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის ასევე საგადასახადო კონსულტატების, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ტრეინინგზე განხილულ იქნება ფინანსური აღიცხვის და ანგარიშგების ძირითადი პრინციპები, სააღრიცხვო პოლიტიკა და შეფასებები, სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა.
ასევე ტრეინინგზე შესაძლებელი იქნება პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით კანონის შესაბამისად პორტალზე ანგარიშგების ატვირთვა და მონაცემების შევსება.

ლექცია 1:

  1. საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრა და ცვლილება
  2. კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
  3. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
  4. „ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება“ (ბალანსი) და „შემოსავლების ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება“
  5. წინამდებარე სტანდარტზე გადასვლა
  6. საანგარიშგებო პერიოის შემდგომი მოვლენები

ლექცია 2:

  1. სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები
  2. მარაგები
  3. გრძელვადიანი აქტივები, (ბიოლოგიური აქტივები სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში საჭიროებიდან გამომდინარე)
  4. არაფინანსური აქტივების გაუფასურება

ლექცია 3:

  1. ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები, პირობითი აქტივები
  2. ამონაგები მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან
  3. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციები
  4. იჯარა
  5. დასაქმებულ პირთა გასამრჯელოები, მოგების გადასახადი

ლექცია 4:

  1. ფინანსური ანგარიშგებების (უწყისების) მომზადება
  2. ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადება
  3. SARAS-პორტალზე ანგარიშგების ატვირთვა და მონაცემების შევსება

ტრეინინგი განკუთნილია მეოთხე კატეგორიის კომპანიების ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის ასევე საგადასახადო კონსულტატების, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ტრეინინგები დაიწყება 20 მაისს.
ტრინინგის ღირებულება 250 ლარი
ტრეინინგის ხანგრძლივობა 12 საათი, 4 შეხვედრა.

ტრეინინგს წარუძღვება

ლაშა ჩხეტიანი

კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში

 

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://forms.gle/XpZ6E2rFVd8kf3BSA

Leave A Comment