კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ახლოვდება

მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა ახლოვდება

ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში განხორციელებულ რეფორმისა და მთელი რიგი საკანონდებლო ცვლილებების განხორციელება თანახმად მიღებულ იქნა კანონი, ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ

ევროკავშირის ქვეყნებში, ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება ერთიანი სტანდარტების მიხედვით, რაც ნიშნავს იმას რომ ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ (რიგ შემთხვევებში არაეკონომიკურ) საქმიანობას, ბუღალტრულ თუ ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებს ერთი სისტემის მიხედვით (ევროპის ყველა ქვეყანაში შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა/ანალიზი ხდება ერთნაირად). გარდა ამისა, ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს კონკრეტული ჯგუფი კომპანიებისა, რომლებიც ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გამოაქვეყნონ თავიანთი კომპანიების აუდიტის დასკვნები. ესენია მაღალი შემოსავლის (ასევე აქტივების ღირებულება და დასაქმებულთა რაოდენობა) და საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე კომპანიები.

აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების მიზანი მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (ინვესტორი, მომხმარებელი, კლიენტი და ა.შ) უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს აღნიშნული კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას.

2016 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კომპანია ვალდებულია განახორციელოს ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგება, ასევე სავალდებულო აუდიტი, როგორც ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში.

საწარმოთა კატეგორიები

იმისთვის რომ ზუსტად განისაზღვროს რომელმა კომპანიამ რომელი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა თუ ფინანსური ანგარიშგება, მოხადა საწარმოთა დაყოფა კრიტერიუმების მიხედვით.

სდპ –  საზოგადოებრივი დაინტერესების პირი: „ეს არის იურიდიული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ანგარიშვალდებული საწარმოები, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები,  მზღვეველი, საინვესტიციო ფონდი და  საქართველოს მთავრობის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი

საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით, არსებობს 4 კატეგორიის საწარმო: პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე.
კატეგორიის მინიჭება ხორციელდება სამი კრიტერიუმის მიხედვით, ესენია: პერიოდის ბოლო საწარმოს საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება, წლიური შემოსავალი და საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა.

სდპ და პირველი კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგებები აწარმოონ ფინანსური ანაგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების – IFRS ის მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი შექმნილია  ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ და შეიცავს ფინანსურ ანგარიშგებას და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ფინანსურ ანგარიშგებას განახორციელებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) მიხედვით. თუმცა მათ აქვთ უფლება გამოიყენონ ფინანსურის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).

ამასთანავე, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებმა უნდა მოამზადონ და ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობითი ანგარიშგება (საქმიანობის მიმოხილვა, კორპორაციული მართვის ანგარიშგება და არაფინანსური ანგარიშგება) საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრამდე. სამსახური თავის მხრივ, წარმოდგენილ ანგარიშგებებს გამოაქვეყნებს ვებ გვერდზე 1 თვის ვადაში

რაც შეეხება, მეოთხე კატეგორიის საწარმოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს, ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მსს ფასს სტანდარტები) შესაბამისად. ამასთანავე, მას უფლება აქვს, გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს სტანდარტები)*.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველა საწარმო ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება

სავალდებულო აუდიტი
სდპ, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველ საანგარიშო პერიოდისთვის უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

 

აუდიტორთა რეგისტრაცია
აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კანონის მიხედვით აკმაყოფილებენ კონკრეტულ მოთხოვნებს (უნდა იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი და ჰქონდეს უფლებამოსილი განახორციელოს აუდიტი) და ამავდროულად, რეგისტირებულნი არიან სამსახურის ვებგვერდზე. სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილი აუდიტორები, აუდიტის განხორციელების სურვილის შემთხვევაში ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ სამსახურის ვებგვერდზე. A&A კანონის მიხედვით, რეესტრი საჯაროა და მასზე განთავსებული ინფორმაცია (აუდიტორის, ან აუდიტორული ფირმის შესახებ) ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

აუდიტის განხორციელების პროცესში, აუდიტი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია იხელმძღვანელოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით (ISA) და დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსი (IESBA Code).

აუდიტის განხორციელების შემდეგ, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დგება აუდიტორული დასკვნა, რომელიც წარედგინება სამსახურს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრამდე.

ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ინფორმაციას სუბიექტის ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობის შესახებ, ამასთანავე სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნების შესახებ.
ბუღალტრული აღრიცხვა  არის ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, შეფასების, რეგისტრაციის,  განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მოწესრიგებული სისტემა.

 

აუდიტორული კომპანია შპს „ბი ეს კონსალტინგი“ დარეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სახელმწიფო რეესტრში. სარეგისტრაციო ნომერია SARAS-F-586073

ჩვენი გუნდი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ აუდიტორულ, ფინანსურ, საბუღალტრო, საკონსულტაციო მოსახურებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის, IFRS-სა და ISA სტანდარტების დაცვით

დაგვიკავშირდით: შპს „ბი ეს კონსალტინგი“ 593922247

Leave A Comment