საწარმოს კატეგორია და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადა

სუბიექტი ვალდებულია ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს. თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება მისი ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა.
სდპ-მა, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა ანგარიშგებები უნდა წარადგინონ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება.
მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოებმა ანგარიშგებები უნდა წარადგინონ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება, და შემდგომ პერიოდებში.

Leave A Comment